ყვარლის მარანი

club 71 icon

ყვარლის მარანი

საქართველო მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია. 8000 წელზე მეტია სამხრეთ კავკასიის ნაყოფიერი ნიადაგი მსოფლიოში პირველი კულტივირებული და უძველესი ჯიშების ყურძნის ღვინის წარმოების წყაროა, რაც უნიკალური და მრავალფეროვანი კლიმატის დამსახურებაა.

"ყვარლის მარანი" მდებარეობს კახეთში, კერძოდ, ყვარელში. იგი დაარსდა 2001 წელს. ამჟამად კომპანია ფლობს დაახლოებით 40 ჰექტარ ვენახს ქინძმარაულის უნიკალურ ტერიტორიაზე. მეღვინეობა "ყვარლის მარანი" მხოლოდ საკუთარი ვენახების მოსავალს იყენებს და ფლობს ყურძნის სხვადასხვა ჯიშებს, მათ შორისაა ქართული და ევროპული ყურძნის ცნობილი ჯიშები: ქისი, რქაწითელი, ხიხვი, მწვანე საფერავი", ყვარლის მარანი" - ეს არის საერთაშორისო და მაღალი სტანდარტების ღვინის ქარხანა კახეთის რეგიონში, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ქართული ტრადიციული მეღვინეობის განვითარება და პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე.

scroll arrow

დასაწყისი