უძრავი ქონება და ინვესტიციების მართვა

ისტორია

''რედიქსი'' 2007 წელს დაარსდა და 10 წელზე მეტია ევროპული ხარისხის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანიას წამყვანი ადგილი უჭირავს უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარზე.

გაიგე მეტი read more arrow

სიახლეები

1

CH 64

CH64 - წინ­გად­ად­გმული ნაბ­იჯი ად­გილ­ობ­რივი უძრავი ქონ­ებ­ის ბაზ­არ­ზე. კომპანია „რედიქსმა“, ერთ-ერთმა პირველმა, წარმოადგინა უმ­აღ­ლესი ხარ­ის­ხის, მსოფ­ლი­ოში აღ­ი­არ­ებ­ული NFPA სა­ერ­თაშ­ორ­ისო სტან­დარ­ტებ­ისა და ენ­ერ­გო­ეფ­ე­ქ­ტი­ან­ობ­ის გათ­ვ­ალ­ის­წინ­ებ­ით აგ­ებ­ული A კლ­ას­ის ბიზნ­ესცენ­ტრი. დახ­ვ­ეწ­ილი ექ­სტერ­ი­ერი, ნატ­ურ­ალ­ური თიხ­ის ფილ­ებ­ით მოპ­ირ­კეთ­ებ­ული ფას­ადი, შუშ­აბ­ან­დი, რომ­ელ­იც ბუნ­ებრივ­ად ერ­წყმის შენ­ობ­ის გვერ­დით მდებ­არე სას­ტუმრო „ჰილ­ტონ გარ­დენ ინ­ის“ ფას­ადს, სა­უკ­ეთ­ესო ად­გილ­მდებ­არ­ე­ობა და თან­ამ­ედ­როვე ბიზნ­ესცენ­ტრ­ის ყველა დეტალი, რაც აუმჯობ­ეს­ებს მუშაობის პროდ­უ­ქტი­ულ­ობ­ას, იძლევა სტიმ­ულს და სა­უკ­ეთ­ესო პირ­ობებს ქ­მნის ნებ­ის­მი­ერი საქმის მა­ქსიმ­ალ­ურ­ად წარ­მატ­ებ­ით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­თ­ვ­ის. დღეისათვის CH64-ის  სა­ოფ­ისე ფარ­თობ­ებ­ით სარ­გებლობ­ენ  სა­ერ­თაშ­ორ­ისო  ორგან­იზ­აც­ი­ები და დიპლომ­ატ­ი­ური კორპუს­ის წარ­მომ­ად­გენლ­ობ­ები. რაც უფრო კომფორტულია სამუშაო სივრცე, მით მეტად წარმატებულია თქვენი ბიზნესიც! შენობის ფასადი და ინტერიერის დიზაინი, ყველა წვრილმანი დეტალი, მიმართულია საუკეთესო სამუშაო სივრცის შექმნისკენ. სრულყოფილება დეტალებშია... 
2

ჰილტონ გარდენ ინნი

ჰილტონ გარდენ ინნ საქართველოში, როგორც თანამედროვე სამყაროს სხვა ქვეყნებში, ტურიზმის სექტორის განვითარება სტუმარმასპინძლობის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის ხარისხის განვითარებაზე არის დამოკიდებული. რაც უფრო მყარი, მრავალფეროვანი და საინტერესოა ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით, მით უფრო მეტია სტუმრობის მსურველი. სწორედ ამიტომ,  ყოველ წელს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული საკითხები შედარებით კომპლექსური ხდება და საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა ამ სფეროს ყველა მიმართულებისადმი. საქმიანი ტურიზმი კი სწორედ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პოტენციურ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრისა და, ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობების, კავშირების განვითარებასთან ერთად, ტურიზმის ეს მიმართულებაც უფრო მოთხოვნადი  ხდება.  სწორედ ესაა სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნის“ კონცეფციაც. მდებარეობს რა ქალაქის ცენტრალურ უბანში, ბანკებისა და, ზოგადად, კომერციული სექტორის სათავო ოფისების მიმდებარედ, საკუთარი საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხით მეტად უახლოვდება საქმიანი ტურიზმის მოთხოვნების უმაღლეს სტანდარტს. ამასთან, სასტუმროს ბუნებრივად ერწყმის ახლად აშენებული A კლასის ბიზნესცენტრი CH64.  სასტუმროს დიზაინზე იმუშავეს ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორებმა. 14-სართულიანი შენობის ფასადი იტალიური მუქი ფერის ტერაკოტით და შუშებითაა მოპირკეთებული, რაც შენობას სადა, თანამედროვე, ადვილად შესამჩნევ და აღსაქმელ ელფერს სძენს. შენობის ინტერიერში შემოდის ღია ფერის მეტალი, დამუშავებული მარმარილო და ხე, რაც სივრცის შეგრძნებას ამძაფრებს და დადებითი ენერგიით მუხტავს სტუმარს. სასტუმროს მხატვრულ გაფორმებაზე იმუშავა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა მაია სუმბაძემ, რომელმაც თავისი ნამუშევრებით  „ჰილტონ გარდენ ინნის“ პატარა ბაღში შემოიტანა ექსკლუზიურად სასტუმროსთვის დახატული ულამაზესი ყვავილები. შენობაში წარმოდგენილია თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რამდენიმე საკონფერენციო დარბაზი, რომლებიც სასტუმროს ინტერიერის კონცეფციის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. აუზი და საუნა სრული რელაქსაციისთვის, სხვადასხვა ფერებით გაფორმებული საერთო სივრცეები და თანამედროვე ქართულ-ევროპული რესტორანი, რომელიც იდეალურია საქმიანი შეხვედრებისა თუ საღამოს მშვიდ გარემოში გასატარებლად.
scroll arrow

დასაწყისი