უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN

შპს რედიქს ჯგუფი უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის თბილისში დაფუძნებული კერძო ფირმაა, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს უძრავი ქონების ბაზარზე.

განკარგავს რა პაპაშვილების ოჯახის ინვესტიციებს და წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი კრედიტორებისგან მოზიდულ თანხებს, რედიქს ჯგუფი მიზნად ისახავს, კარგად დაბალანსებული მრავალფუნქციური პორტფელის შექმნას, რომელიც მოიცავს ოფისებს, კომერციულ უძრავ ქონებას, სასტუმროებს და ასევე საცხოვრებელი ბინების მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვას.

ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე რედიქ ჯგუფის ოფისი დაკომპლექტებულია ნიჭიერი, საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი თანამშრომლებისა და კონსულტანტებისგან.

ამჟამად ჩვენ ვმართავთ უძრავი ქონების ას მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს. ეს აქტივები მოიცავს თბილისის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ საუკეთესო ადგილებზე მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობის და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებას და მიწის ბანკს. ჩვენი მთავარი სამუშაო აქტივია გამოცდილება, ქვეყნის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის ფლობა და ჩვენი პორტფელის სტრატეგიული და ოპერატიული მართვის უნარი.

ჩვენი საქმიანობის წამახალისებელია მოსაზრება, რომ პოლიტიკური სტაბილურობისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისაკენ სწრაფვით საქართველოს აქვს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოზე მეტად ზრდის, კულტურული და დემოგრაფიული განვითარების სამომავლო პერსპექტივები და რედიქს ჯგუფი სწორედ ამგვარი ქვეყნის ერთგულ გრძელვადიან ინვესტორს წარმოადგენს.

სიახლე და პრესა

რედიქს ჯგუფი საპარტნიო...

2016.02.10

პროექტის მიხედვით 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება.  …

2015 წლის პრემია `დურუ...

2015.10.24

თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2015 წლის ლაურეატების ვინაობა  „თბილისი ივენთ ჰოლში“ გამოვლინდა.…

მარჯანიშვილების სახლ-მ...

2015.10.13

მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმმა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის…