მზის ენერეგიაზე მომუშავე სასტუმრო სამზეო

scroll arrow

მზის ენერეგიაზე მომუშავე სასტუმრო სამზეო

08.11.2018

„რედიქსი“–ის შვილობილი კომპანია სასტუმრო სამზეო მდებარეობს შორეულ ალპურ ზონაში, ომალოში, სადაც არ არსებობს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი. ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, დიდთოვლობის გამო ეს ადგილი მთლიანად იზოლირებულია დანარჩენი საქართველოსგან.
სასტუმრო აღჭურვილია მზის გამანაწილებელი ფოტოელექტრული სისტემით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას. ცხელი წყლის მოხმარება მზის თერმული ინსტალაციით არის შესაძლებელი. მზის დანადგარები სპეციალურად შეირჩა ისტორიულ შენობებისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით. ენერგოდაზოგვის მოწყობილობებისა და მასალების გამოყენება კიდევ უფრო მეტად აუმჯობესებს სასტუმროს ენერგოეფექტურობას. ელექტროენერგიისა და ცხელი წყლის სისტემების წარმოების ერთადერთი ალტერნატიული გზა არის საწვავი დიზელი. დიზელის წვის შედეგად ატმოსფეროში მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოიყოფა ნახშირბადი. მზის დანადგარები ხელს უწყობს ყოველწლიურად 200 ტონა ნახშიროჟანგის დაზოგვას. სასტუმრო სამზეო საუკეთესო მაგალითია ეკო-მეგობრული გარემოს შექმნისათვის, რომლის დიზაინიც სრულ თანხვედრაშია იქაურ ლადშაფტთან.

კომენტარები

სხვა სტატიები

მეტის ნახვა

red arrow down scroll arrow

დასაწყისი