Marjanishvili 8

club 71 icon

მარჯანიშვილი 8

ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტუმრის განწყობის შექმნას, საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო ნორმების დაცვას. რესტორანი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით. კერძები კი, მომზადებულია კულინარიული ტექნოლოგიის ყველა სტანდარტის დაცვით.

მენიუ

მენიუ

‘’მარჯანიშვილი 8’’ -ეს არის ადგილი, სადაც გაერთიანებულია საუზმე, ლანჩი, სადილი და საღამოს ბარის მშვიდი გარემო.
ლონდონიდან მოწვეულ კონსულტანტ ჯარედ ბრაიანტთან ერთად, სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა ქართული და ევროპული სამზარეულოს ახლებური ვარიანტები და უგემრიელესი კერძები.

ყავა

ყავა

“მარჯანიშვილი 8” თითოეულ სტუმარს ასევე სთავაზობს ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო სახალავი სახლი ''კატასლისტის'' საფირომო ყავას - Specialty Coffee.
"კატალისტის" საფირმო (specialty) ყავა მისი დამზადების განსაკუთრებული პროცედურით გამოირჩევა. მოხალვა, დაფქვა და მოდუღება ციკლის ის ფაზებია, რომლებიც საფირმო (Specialty) ყავამ ჩვენამდე სრულყოფილად მოსასვლელად აუცილებლად სწორად და დროულად უნდა გაიაროს, ჭიქაში მოხვედრამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. სწორედ ამ პროცედურების დაცვით მომზადებული ნამდვილი ყავის მარცვლებით - როანდა, ჰონდურასი, გვატემალა და ეთიოპიური ყავა გიმასპინძლებთ „მარჯანიშვილი 8“.
ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტუმრის განწყობის შექმნას, საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო ნორმების დაცვას. რესტორანი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით. კერძები კი, მომზადებულია კულინარიული ტექნოლოგიის ყველა სტანდარტის დაცვით.

ინტერიერი

ინტერიერი

სადა, მინიმალისტური და უნაკლო დეტალების ერთობლიობა, შენობა, რომლის ინტერიერი და გარე ფასადი სრულ თანხვედრაშია მარჯანიშვილის თეატრის XX საუკუნის დახვეწილ, ფასადურ არქიტექტურასთან. „მარჯანიშვილი 8“ – ეს არის ადგილი, სადაც შთაგონების წყარო იღებს სათავეს და იშვიათი აზრები იბადებიან.

scroll arrow

დასაწყისი